კანადის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობას კარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ დროისათვის არსებული შედეგებით, 338 ადგილიდან ლიბერალური პარტია 157-ს, მეორე ადგილზე მყოფი კონსერვატიული პარტია – 121-ს, ხოლო ახალი დემოკრატიული პარტია 24 ადგილს მოიპოვებს.
სავარაუდოდ, ლიბერალური პარტია უმცირესობის მთავრობას შექმნის, თუმცა კანონების მისაღებად სხვა პარტიების მხარდაჭერაც დასჭირდებათ.
ტრიუდოს გამარჯვება უკვე მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
BBC წერს, რომ ჯასტინ ტრუდოს პოპულარობა ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა. სექტემბერში, კანადის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, პრემიერ-მინისტრი რასიზმში დაადანაშაულეს. მედიამ გამოაქვეყნა საარქივო ფოტოები და ჩანაწერები, სადაც ახალგაზრდა ტრიუდო მაკიაჟით ფერადკანიანებს განასახიერებს. პრემიერ-მინისტრმა ამის გამო რამდენჯერმე ბოდიში მოიხადა.