ახალი ამბები

თუ ადგილობრივი ჰესების წინააღმდეგი ვიქნებით, ელექტროენერგია გაგვიძვირდება – ნარმანია

22 ოქტომბერი, 2019 •
თუ ადგილობრივი ჰესების წინააღმდეგი ვიქნებით, ელექტროენერგია გაგვიძვირდება – ნარმანია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ თუ საქართველოში ჰესები არ აშენდა, მაშინ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება.

ნარმანიას თქმითვე, ელექტროენერგიის იმპორტი ურყოფით გავლენას მოახდენს ლარის კურსზეც:

“თუ ჩვენ ადგილობრივი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი ვიქნებით, ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგია აუცილებლად გაგვიძვირდება. საზღვარგარეთ მეტი ვალუტის გადინება მოხდება, რაც კურსზე ნეგატიურად იმოქმედებს. ამიტომ, თუ ჰესის პროექტი გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი არ არის და, ბუნებრივია, ასეთი პროექტის მშენებლობა მთავრობასაც არ უნდა, ასეთ შემთხვევაში ჰესების მშენებლობაზე უარი ნამდვილად არ უნდა ვთქვათ.”

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე სამი წლის ვადით გუშინ, 21 ოქტომბერს აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი