“ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და პატივს მივაგებთ მათ ოჯახებს, მაგრამ ეს არ არის აფიშირების საგანი, აფიშირების თემა. რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებას, ღონისძიების ფორმატი იყო შემუშავებული მშობლების, სასულიერო პირებისა და სამხედროების მონაწილეობით. ეს ღონისძიება ითვალისწინებდა პანაშვიდის გადახდას. თუმცა, თუ მეკითხებით, უნდა ვყოფილიყავი თუ არა, კი ბატონო, უნდა ვყოფილიყავი. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ მინისტერიალის თარიღმა გადმოიწია, დაინიშნა 2 აპრილს. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ საქართველოს პარლამენტში სტუმრობისას.
2 აპრილს მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წელს, აგვისტოს ომში დაღუპული 42 ჯარისკაცის დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე დატვირთული დღის გამო ვერ დაესწრო.