დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აფხაზეთში სხვა თანამდებობის პირებიც იცვლებიან. ერთ-ერთი მათგანია სოხუმის დე ფაქტო მერი, ადგურ ხარაზია, რომელმაც პოსტი 21 ოქტომბერს დატოვა.
ხარაზია აღნიშნულ პოსტს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იკავებდა.
მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დე ფქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად კან კვარჩია დანიშნა. კვარჩია წინა წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დეპუტატი იყო, რომელიც ეკოლოგიისა და აგრარული პოლიტიკის განხრით მუშაობდა. ასევე, არის აფხაზეთის ომის ვეტერანი.
სოხუმის საქალაქო კრებამ 30 დღის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს მისი კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე.