12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ნტგაზეთს იაშვილის კლინიკაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს.
როგორც კლინიკის ექიმი, დავით ფულარიანი ამბობს, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. კერძოდ, ქალა-ფუძის მოტეხილობა. ასევე, სახეზე და ყურის მიდამოში მრავლობითი შემავალი ჭრილობა.
21 ოქტომბერს თბილისში ბავშვს მატარებელი დაეხაჯა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.