ახალი ამბები

გომელაური: გამოძიება დაადგენს, ვინ შეუძინა ბილეთი პანკისელ არასრულწლოვანს

8 აპრილი, 2015 •
გომელაური: გამოძიება დაადგენს, ვინ შეუძინა ბილეთი პანკისელ არასრულწლოვანს

“საქმე აღიძრა ტერორიზმის წაქეზებისა და ხელშეწყობის მუხლით. გამოძიება დასრულდება და მოგახსენებთ, ვის მიერ მოხდა ბილეთის შეძენა და როგორ მოხდა ამ ახალგაზრდების გაყვანა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

4 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი დღეა პანკისის ხეობაში ორ ბავშვს, სკოლის მე–11 და მე–10 კლასის მოსწავლე ბიჭებს ეძებენ. გამოცემა წერს, რომ სკოლის მოსწავლეები სირიაში საომრად წავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა საზღვრის გადაკვეთა პოლიციელის მიერ დაშვებული შეცდომის გამო შეძლო, რასაც უწყების ინფორმაციით გენერალური ინსპექცია გამოიძიებს.

 

მინისტრმა გომელაურმა 6 აპრილს განაცხადა, რომ მესაზღვრემ დაუშვა შეცდომა, რადგან სკოლის მოსწავლე არ ჰგავდა არასრულწლოვანს.

 

ამ დროისთვის საქართველოს ათამდე მოქალაქეა დაღუპული, ხოლო სხვადასხვა წყაროების ცნობით, სირიაში ISIS-ის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის.

ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

მასალების გადაბეჭდვის წესი