ახალი ამბები

გომელაურის თქმით, კრიმინალი არ გაზრდილა, რის შესახებ შსს სტატისტიკას გამოაქვეყნებს

8 აპრილი, 2015 •
გომელაურის თქმით, კრიმინალი არ გაზრდილა, რის შესახებ შსს სტატისტიკას გამოაქვეყნებს

“მთავრობა ქმედითია და კარგად ართმევს თავს იმ სიტუაციას, რაც ამ ფონზე შეიქმნა. ვერ ვიტყვი, რომ კრიმინალი გაზრდილია, თუმცა სამი თვის განმავლობაში ორი პილიციელი დაიღუპა და ეს ფონი იქმნებოდა. ტელევიზიები ატრიალებენ ინფორმაციას, რომ ვიღაც მოკლეს და დაიქცა ქვეყანა. ჩვენ გამოვაქვეყნებთ რამდენიმე დღეში სტატისტიკას, ამაში ჩართული იყვნენ ევროპელი სპეციალისტები”, – აცხადებს შს მინისტრი.

 

მისი თქმით, სამწუხაროა, მაგრამ ქვეყანაში ხდება მკვლელობები, როდესაც ადამიანებს ქუჩაში ესვრიან.

 

“ბესო ხარძიანის მკვლელობის თემა ცუდი ფაქტია, მაგრამ ეს ყველგან ხდება. ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებშიც – აშშ-ში და ევროპაში. კრიმინალი თუ არ იქნება და დანაშაული, პოლიცია არ იქნება საჭირო არც ერთ ქვეყანაში”, – აცხადებს ვახტანგ გომელაური.

ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

მასალების გადაბეჭდვის წესი