ახალი ამბები

“ლიტერას“ გამარჯვებულები – სია

22 ოქტომბერი, 2019 • 2042
“ლიტერას“ გამარჯვებულები – სია

ლიტერატურული პრემია “ლიტერას“ გამარჯვებულთა სია ცნობილია. ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ  ნიკა აგლაძე, ნონა კუპრეიშვილი, გიორგი მაისურაძე, მაია ფანჯიკიძე და მალხაზ ხარბედია, პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოავლინა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, წელს “ლიტერა“ მიიღეს:

რომანი
ზურაბ ქარუმიძე – „UNTERGANG – მოგზაურობა ევროპაში“

პროზაული კრებული
დათო გორგილაძე – „ღმერთი სამსახურშია“

პოეტური კრებული
ბექა ახალაია – „მტრედების იონა“

დოკუმენტური პროზა
ნინო ლომაძე – „ვაშლის ბაღები“
სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა – „SHEROES”

დებიუტი
ნიკა ლაშხია – „დონორი“
იაგო თვალაბეიშვილი – „ტრანსმუტაცია“

წიგნის დიზაინი
თორნიკე ლორთქიფანიძე – „100 წელი – 100 ფოტო“ , გამომცემლობა „ინდიგო“

“ლიტერას“ პრიზის გარდა, კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო – 5 000 ლარი გადაეცათ. “ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი