ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“მე მგონია, რომ აფხაზეთში ვეღარასდროს დავბრუნდებით” – დევნილი სასტუმრო “უშბიდან”

21 ოქტომბერი, 2019 • 1635
“მე მგონია, რომ აფხაზეთში ვეღარასდროს დავბრუნდებით” – დევნილი სასტუმრო “უშბიდან”

27 წელია აფხაზეთიდან დევნილი ასეულობით ადამიანი თბილისში, დიღომში, ყოფილ სასტუმრო “უშბაში” ცხოვრობს. თითოეულ ოჯახს აქ რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი ერგო, სადაც დღემდე ცხოვრობენ.  ეს ბინები სახელმწიფოს მათთვის არ დაუკანონებია და არც სხვა, ალტერნატიული საცხოვრისით დაუკმაყოფილებია.

63 წლის ქეთევან ჭელიძე და მისი ქმარიც დაახლოებით 16 კვადრატულში ცხოვრობენ. ქალი ამბობს, რომ აფხაზეთში დაბრუნების იმედი აღარ აქვს.


მასალების გადაბეჭდვის წესი