სამხედრო სწავლების, “გრომ -2019 – ის“ დროს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, სისტემური ხარვეზი დაფიქსირდა.
რუსული მედია წერს, რომ 17 ოქტომბერს, სწავლების ფინალურ ეტაპზე, წყალქვეშა კრეისერმა “რიაზანმა“ ბალისტიკური რაკეტა მხოლოდ ერთხელ გაისროლა, სულ კი 2 გასროლა იყო დაგეგმილი. დაგეგმილი 2 გასროლის შესახებ 14 ოქტომბერს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
რადიო თავისუფლების რუსული ბიურო, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ სწავლების დროს მეორე რაკეტა ქვემეხიდან არ გავარდა, შედეგად კი, წყალქვეშა ნავი გაუსროლელი რაკეტით დისლოკაციის მუდმივ პუნქტში დაბრუნდა. ერთ-ერთი ვერსიით, პრობლემა წყალქვეშა ნავის სისტემურმა ხარვეზმა გამოიწვია.
ფოტო არქივიდან: Tass