ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური: ვმუშაობთ, რომ სააღდგომოდ დაუბეგრავი მინიმუმი ბევრმა მიიღოს

8 აპრილი, 2015 •
შემოსავლების სამსახური: ვმუშაობთ, რომ სააღდგომოდ დაუბეგრავი მინიმუმი ბევრმა მიიღოს

მოისწრაფიშვილის განცხადებით, დაუბეგრავი მინიმუმით გათვალისწინებული თანხების დაბრუნება უკვე დაიწყო და დღეისთვის 10 მილიონ ლარზე მეტია დაბრუნებული.

 

“შემოსავლების სამსახურმა გუშინ უკვე დაიწყო დაუბეგრავი მინიმუმით გათვალისწინებული თანხების დამრუნება. დღეისათვის მიღებულია 325 ათასზე მეტი დეკლარაცია და დაბრუნებულია 10 მილიონ ლარზე მეტი. პროცესი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 24–საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, იმისათვის, რომ ასეთი დიდი ინფორმაციის დამუშავება მოხდეს ოპერატიულად, ჩვენ ძალიან სწრაფ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას და სააღდგომოდ, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირი დაიბრუნებს ამ თანხებს,”– განაცხდა მან.

 

შემოსავლების სამსახური ასევე მოუწოდებს მონაცემების გამცემ კომპანიებს, ნუ შევლენ საეჭვო გარიგებებში. დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და შემოსავლების სამსახურმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ დაუბეგრავი მინიმუმის უკანონოდ მიღების ბრალდებით მოაქლაქეები დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათ ბიუჯეტს 419 095 ლარის ზიანი მიაყენეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი