ახალი ამბები

სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად ერთ-ერთი კაზინოდან 4 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

21 ოქტომბერი, 2019 •
სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად ერთ-ერთი კაზინოდან 4 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გლდანში მდებარე “ბეთლაივის” ერთ-ერთი ფილიალიდან 4 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სასწრაფო დახმარების სამსახურში დაუდასტურეს.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი