ახალი ამბებისამართალი

ნიკა მელიას სხდომა 11 ნოემბამდე გადაიდო

21 ოქტომბერი, 2019 • 3091
ნიკა მელიას სხდომა 11 ნოემბამდე გადაიდო

20 ივნისის აქციის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 ნოემბერამდე გადაიდო. გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღეს, 21 ოქტომბერს, მხარეები მხოლოდ შესავალი სიტყვით წარდგნენ. პროკურორების თქმით, მათ არ იცოდნენ, რომ დღევანდელ სხდომაზე მოწმეების დაკითხვის საშუალება იქნებოდა, შესაბამისად, მტკიცებულებებს მომდევნო სხდომაზე წარადგენდნენ. სხდომას თავად ნიკა მელია არ ესწრებოდა. ის მოსამართლის გადწყვეტილებით, წინა სხდომიდან გააძევეს. ამ მიმართვის საფუძველზე მოსამართლემ სხდომა 11 ნოემბერს, 10 საათზე გადაიტანა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი