ახალი ამბები

ერთად ერთის წინააღმდეგ –  აქცია თელავში [live]

20 ოქტომბერი, 2019 • 958
ერთად ერთის წინააღმდეგ –  აქცია თელავში [live]

მოძრაობამ  “ქვეყნის სამსახურში” დღეს თელავში აქციას მართავს. 

აქციის მონაწილეები, თელავის ცენტრში, ერეკლეს მოედანზე შეიკრიბნენ, მანამდე კი მანქანებით მოაწყვეს მსვლელობა ქალაქში და მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. 

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციები რეგიონებში თელავიდან იმიტომ დაიწყეს, რომ ყველაზე ოპოზიციური ქალაქია, რომელმაც “საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა”. 

 

“ერთად ერთის წინააღმდეგ”, – ასე ქვია მოძრაობის აქციას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ. 

Მოძრაობა “ქვეყნის სამსახურის” წევრები თბილისში თვეების განმავლობაში მართავდნენ აქციას სახელწოდებით “სირცხვილია”. Აქციები მოჰყვა ჯერ რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში, შემდეგ კი 20 ივლისის აქციის დაშლას ძალის გამოყენებით.

Სამოქალო აქტივისტებმა მოგვიანებით მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” დაარსეს და ისინი აქციებს საქართველოს რეგიონებში გეგმავენ.  თელავში აქცია პირველი იყო რეგიონებში დაგეგმილი აქციებიდან. 

“არ უნდა დავიღალოთ, სწორედ ეს უნდა ხელისუფლებას” , – ასე მიმართა აქციის მონაწილეებს ელენე ხოშტარიამ, დეპუტატმა “ევროპული საქართველოდან”.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მოძრაობის წევრმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, რომ  მათ პარასკევს თელავის მერიას შეატყობინეს დაგეგმილი აქციის შესახებ, მერიამ კი აქციის გამართვაზე უარი უთხრა. 

“ ჩვენ უბრალოდ შევატყობინეთ აქციის გამართვის შესახებ, რატომღაც იფიქრეს, რომ ნებართვა ვითხოვეთ იმაზე, რისი კონსტიტუციური უფლება გვაქვს და გამოგვიზგავნეს წერილი, არ გაძლევთ უფლებასო”. 

ამის შემდეგ Გიგა მაქარაშვილმა უარის წერილი დაახვია და თელავის მერს კაბინეთის კარებთან დაუტოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი