საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს და მადლობას უხდის “ამერიკის ხელისუფლებას” და და იმ პიროვნებებს, ვინც იქ ქართველებს “უსამშობლოდ ყოფნა შეუმსუბუქა”:
წერილი, რომელიც 17 ოქტომბრითაა დათარირებული, საპატრიარქომ დღეს გაავრცელა:
“ თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების, ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემაულენი, ჩვენი ტკივილი ხართ, და, ამასთან, იმედიც იმისა, რომ მატერიალური პრობლემის დაძლევის გარდა, შეძლებთ უმთავრესს, ღვთის სიყვარულისა და ქართული სულის შენარჩუნებას”, – მიმართავს ილია მეორე ქართველ ე მიგრანტებს აშშ-ში და იქ მოღვაწე მეუფე საბას მადლობას უხდის. მადლობას უხდის აშშ-ს მთავრობასაც:
“მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას და იმ პიროვნებებს, ვინც უსამშობლოდ ყოფნა შეგიმსუბუქათ და თანადგომა გაგიწიათ”.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აშშ-ში ქართული ეკლესიის გახსნის 10 წლისთავს აღნიშნავს.