ახალი ამბები

ფოფხაძე: აბულაძე ვადაზე ადრე გათავისუფლების დროს არ ტოვებდა ასე საშიშის შთაბეჭდილებას

6 აპრილი, 2015 •
ფოფხაძე: აბულაძე ვადაზე ადრე გათავისუფლების დროს არ ტოვებდა ასე საშიშის შთაბეჭდილებას

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, როდესაც შალვა აბულაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, 2013 წლის 23 ნოემბერს, უდოს კომისიის წევრთა შორის გედევან ფოფხაძეც იყო.

 

“რამდენჯერმე  მოხდა მისი საკითხის განხილვა და აღარ ტოვებდა საზოგადოებისთვის ისეთი საშიშის შთაბეჭდილებას, რაც შემდეგ მოხდა”, – განუცხადა “კურიერს” პარლამენტარმა.

 

“რუსთავის 2”-ის ინფორმაციით, შალვა აბულაძე გედევან ფოფხაძის საარჩევნო შტაბში მუშაობდა. 

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2009 წელს მას შეეხო პირველი ამნისტია, მეორეჯერ – 2013 წელს. 8 თვე ჰქონდა დარჩენილი და უდოს კომისამ გაათავისუფლა.

 

პროკურატურა არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი მუხლით ჰქონდა მას ბრალი წაყენებული, იმ მოტივით, რომ ეს არის შალვა აბულაძის პერსონალური ინოფრმაცია.

 

შსს-მ შალვა აბულაძის ფოტო გამოაქვეყნა და იგი მიიჩნია 4 აპრილს თბილისში პოლიციელებზე თავსხმაში ბრალდებულად, რომლის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში იმყოფება.

გედევან ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი