ახალი ამბები

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ორ მოქალაქეს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

18 ოქტომბერი, 2019 • 726
20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ორ მოქალაქეს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

20 ივნისის აქციაზე დაკავებულ ორ მოქალაქეს, გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს, აღკვეთის სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს.

როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, გირაოს შეფარდების შუამდლომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა და 2000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ორივე მათგანი დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ორივე მათგანს ბრალი 20-21 ივნისს ჯგუფურ ძალადობაში ედებათ.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულია 2 პოლიციელი და 19 სამოქალაქო პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი