ახალი ამბები

გომელაურის თქმით, მესაზღვრეს მოზარდი გაეპარა, რადგან არასრულწლოვანს არ ჰგავდა

6 აპრილი, 2015 •
გომელაურის თქმით, მესაზღვრეს მოზარდი გაეპარა, რადგან არასრულწლოვანს არ ჰგავდა

“არასწორად მოიქცა მესაზღვრე, როდესაც გაეპარა ამ ადამიანს. მოგეხსენებათ, თურქეთში გასვლა ხდება აიდი ბარათებით და არა საზღვარგარეთის პასპორტებით. მისი ვიზუალური შეხედულებით, ამ ადამიანმა როგორც ახსნა, ეს არ გავდა არასრულწლოვანს და ეჭვი არ შეიტანა. თუმცა ეს არ ამართლებს, რა თქმა უნდა. მოკვლევა დაიწყო და მოკვლევის შემდეგ დაიდება, ბოლოს რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ ჩვენ. აქედან გამომდინარე, ეს საპატიებელი არ არის, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. მეტი ყურადღებით უნდა იყვნენ, თუმცა ჩვენ დავუკავშირდით თურქულ სპეცსამსახურებს, რომლებსაც ვთხოვეთ, რომ შეძლებისდაგვარად, იქნებ მოხდეს ბავშვის უკან დაბრუნება. ამაზე ვმუშაობთ, რა თქმა უნდა. და კიდევ აღვნიშნავ, გაგვეპარა, ასე ვთქვათ, გაეპარა ამ მესაზღვრეს, არ გადაამოწმა მისი წლოვანება. შეიძლება ახლა არ უნდა ვიძახდე ამას, მაგრამ ვიტყვი, რომ იყო ძალიან ხშირი შემთხვევა, როდესაც ჩვენ უკან დავაბრუნეთ ადამიანები და არა მარტო არასრულწლოვნები”, – განაცხადა გომელაურმა.

 

4 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი დღეა პანკისის ხეობაში ორ ბავშვს, სკოლის მე–11 და მე–10 კლასის მოსწავლე ბიჭებს ეძებენ. გამოცემა წერს, რომ სკოლის მოსწავლეები სირიაში საომრად წავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა საზღვრის გადაკვეთა პოლიციელის მიერ დაშვებული შეცდომის გამო შეძლო, რასაც უწყების ინფორმაციით გენერალური ინსპექცია გამოიძიებს.

 

ჯამში, ამ დროისთვის საქართველოს ათამდე მოქალაქეა დაღუპული, ხოლო სხვადასხვა წყაროების ცნობით, სირიაში ISIS-ის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის.

ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

მასალების გადაბეჭდვის წესი