ახალი ამბები

აშშ-მა $1.6 მილიონი გამოყო საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად — საელჩო

17 ოქტომბერი, 2019 • 865
აშშ-მა $1.6 მილიონი გამოყო საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად — საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში იუწყება, რომ საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად ამერიკის მთავრობამ $1.6 მილიონი გამოყო.

„საქართველოს ბუნება ფასდაუდებელია და მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყნის თვალწარმტაცი ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან იწყებს $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაა“, — დაწერა საელჩომ 17 ოქტომბერს ფეისბუკზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი