“ეს ძალიან ჰგავს ბორჯომის შემთხვევას. რა თქმა უნდა, მაგ მიმართულებითაც ვმუშაობთ. მსგავსი სცენარი იყო იქაც და აქაც. როგორც დაზუსტებული იყო, იქ იყო შალვა აბულაძე. დიდი შანსია, რომ იყოს ეს ადამიანი. ძალიან ჰგავს მის ხელწერას, რაც გააკეთა ბორჯომში. თითქმის იგივე ხელწერა იყო გუშინ საღამოს. ეჭვი მიიტანეს პიროვნებაზე, რომელსაც მოუწოდეს შეჩერება და ასევე არ შეჩერდა და ასევე ცეცხლი გახსნა, რომელსაც ეკეთა პარიკი”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ვახტან გომელაურის განცხადებით, სამწუხაროა, რომ კონკრეტული პირები აცხადებენ, რომ პოლიცია არის დემორალიზებული. მინისტრის თქმით, დემორალიზებული პოლიცია არ გამოეკიდებოდა არც მკვლელს, არც რეციდივისტსა და არც კრიმინალს. მინისტრის თქმით, პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე და ამას დაფასება სჭირდება.
აღნიშნული ვახტანგ გომელაურმა დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით, 4 აპრილს ღამით ვარკეთილში ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნეს.
ბექა მერგიშვილი გუშინ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიებას თბილისის პროკურატურა აწარმოებს. სავარაუდო თავდამსხმელის მოსაძებნად პოლიცია სამძებრო მოქმედებებს ახორციელებს.