ახალი ამბები

პოლიციელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის სავარაუდო ნივთებს მიაკვლიეს

5 აპრილი, 2015 • • 1018
პოლიციელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის სავარაუდო ნივთებს მიაკვლიეს

ვაზისუბანში, წულუკიძის ქუჩაზე პოლიციამ მიაკვლია პარიკს, ტანსაცმელს, რამდენიმე მასრასა და მანქანას, რომელსაც საქარე მინა აქვს დაზიანებული.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებზე თავდამსხმელს ეძებს. თავდასხმის შემდეგ სპეცრაზმის წევრები სამძებრო სამუშაოებს აწარმოებდნენ ჯავახეთის ქუჩაზე.

 

ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი 4 აპრილს ღამით, თავდასხმის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი ვალერიან გრძელიშვილ დაიჭრა. მისი მდგომარეობა მძიმეა. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

სტუდენტების აქცია ფილარმონიასთან. პოლიცია. 24.09.2012/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
სტუდენტების აქცია ფილარმონიასთან. პოლიცია. 24.09.2012/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი