ახალი ამბები

პრემიერი: პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოს მიმართ ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება

5 აპრილი, 2015 •
პრემიერი: პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოს მიმართ ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციის თანამშრომლის ბექა მარგიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამნაშავის ტყვიამ იმსხვერპლა. პატივს მივაგებ მის ხსოვნას. ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანავუგრძნობ პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას.
მძიმედ არის დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი.
პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოს მიმართ ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება! ეს საზარელი დანაშაული აუცილებლად გაიხსნება და დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილი 4 აპრილს ღამით, თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი