ახალი ამბები

პოლიციელებზე თავდამსხმელს სპეცრაზმი სახლებსა და ბაზრის ტერიტორიაზე ეძებს

5 აპრილი, 2015 •
პოლიციელებზე თავდამსხმელს სპეცრაზმი სახლებსა და ბაზრის ტერიტორიაზე ეძებს

სპეციალური დანიშნულების რაზმი ეჭვმიტანილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე ავტონაწილების ბაზრის ტერიტორიაზე ეძებენ.

 

ადგილობრივებმა ტელეკომპანია “რუთავი 2”-ს განუცხადეს, რომ მათ ბაზრის ტერიტორია დაატოვებინეს. ასევე ამოწმებენ საცხოვრებელ ბინებს. შინაგან საქმეთა სამინისტოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი 4 აპრილს ღამით, თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი ვალერიან გრძელიშვილ დაიჭრა. მისი მდგომარეობა მძიმეა. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი