ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვანდალებმა რომში სამხრეთ ოსეთის საგარეოს ოფისის ფანჯრები ჩაამტვრიეს – ცხინვალი

17 ოქტომბერი, 2019 • 2163
ვანდალებმა რომში სამხრეთ ოსეთის საგარეოს ოფისის ფანჯრები ჩაამტვრიეს – ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება აცხადებს, რომ 14-15 ოქტომბრის ღამეს რომში მათი ოფისის ფანჯრები ვანდალურად ჩაამსხვრიეს და ბანერი ჩამოხსნეს.

ცხინვალი ვარაუდობს, რომ “ვანდალური აქტი ქართველების ჩადენილია.

შესაბამისად, უწყება აცხადებს, რომ მათი სამინისტრო არ აპირებს პროვოკაცებს აჰყვეს და 26 ოქტომბერს ოფიცილური ცერემონია გაიმართება შენობის წინ და საზეიმოდ დაამაგრებენ ახალ ბანერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სიმბოლიკით.

“იტალია პირველი ქვეყანაა, რომელიც არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, თუმცა წარმომადგენლობის გახსნის ნებართვა მოგვცა”.

დღესდღეობით სამხრეთ ოსეთს, ისევე როგორც აფხაზეთს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობს რუსეთი, სირია, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი