ახალი ამბები

პარლამენტმა სუს-ის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა

17 ოქტომბერი, 2019 •
პარლამენტმა სუს-ის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა

85 ხმით 8-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად აირჩია.

სუს-ის უფროსის თანამდებობის არჩევის საკითხი პარლამენტმა ფარული კენჭისყრით გადაწყვიტა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დასამატკიცებლად საქართველოს მთავრობამ პარლამენტს გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა მას შემდეგ წარუდგინა, რაც სუს-ის უფროსიი ვახტანგ გომელაური შს მინისტრად დაინიშნა.

გრიგოლ ლილაშვილი ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილე იყო. ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტარი იყო. ის “ქართული ოცნების” სახელით ხონისა და ვანის მაჟორიტარი გახდა, თუმცა მანდატი 2017 წელს დატოვა.  მანამდე “ქართუ ბანკსა” და “ქართუ ჯგუფში” მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი