წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში წელს იუსტიციის სახლების მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, მთავრობის რეგიონული ფონდიდან 5 300 000 ათასი ლარი გამოიყო.

გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის თქმით, დედოფლისწყაროში, ვანში, ასპინძაში, ნინოწმინდაში, ბაღდადსა და ჩოხატაურში საზოგადოებრივი ცენტრების ასაშენებლად ტენდერები გამოცხადდება.