ავტორი: მარიანა კოტოვა
ქვესადგური “ბზიფი – 220”, რომელიც აფხაზეთში გაგრის რაიონს სრულად და გუდაუთის ნაწილს ელექტროენერგიით ამარაგებს, მწყობრიდან გამოვიდა. კერძოდ, ორიდან ერთ-ერთი ტრანსფორმატორი, რომელსაც საბჭოთა დროიდან რემონტი არ ჩატარებია, აღარ მუშაობს.
თუკი აქამდე ქვესადგური გამოიმუშავებდა 126 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიას [63-63], ახლა მხოლოდ მისი ნახევრის გამომუშავებას შეძლებს. ზამთრის პერიოდში კი გაგრისა და გუთაუთის რაიონების საჭიროება 128 მეგავატია.
შესაბამისად, ზამთრის დადგომასთან ერთად, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარება პიკს აღწევს, სპეციალისტები, მოსახლეობას მიმართავენ, ეკონომიურად მოიხმარონ ელექტროენერგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დენს თითო სოფელს ყოველდღიურად მხოლოდ ორი საათით მიაწვდიან.
აფხაზეთში ელექტროკომპანია “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ახალი მძლავრი ტრანსფორმატორი უკვე შეუკვეთა, თუმცა აფხაზეთში მხოლოდ დეკემბერში ჩაიტანენ და მის მონტაჟს კიდევ ერთი თვე დასჭირდება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ თითქმის 15 წლის განმავლობაში ტრანსფორმატორები ყოველგვარი რემონტის გარეშე მუშაობდა. 2019 წლის 7 ოქტომბერს, ჭექა-ქუხილის დროს კი ერთ-ერთი საბოლოოდ დაზიანდა.
“ომის დასრულებიდან მალევე, ქვესადგურის კაპიტალური რემონტის შემდეგ, გასაგები გახდა, რომ არცერთი ტრანფორმატორი რემონტს აღარ ექვემდებარება. თუმცა საბჭოთა ტექნიკა კარგი ხარისხის აღმოჩნდა და კიდევ 25 წელი შეასრულა თავის ფუნქცია”, – ამბობს ჩერნომორენერგოს ინჟინერი ვიქტორ ვერშინინი.
“ჩვენ უკვე გავიარეთ ეს მდგომარეობა იანვარში, როდესაც ერთი ტრანსფორმატორი მწყობრიდან გამოვიდა და ორ-ორი საათით ვაწვდიდით ელექტროენერგიას თითო სოფელს, ისიც რუსეთიდან ვატარებდით. მაგრამ ეს ერთი აგრეტაგიტიც ბოლო დღეებს ითვლის და თუ ისიც გაფუჭდა, ელექტროენერგიასაც ვეღარც გამოვატარებთ რუსეთიდან”, – აცხადებს ჩერნომორენერგოს მთავარი ინჟინერი ნიკოლაი ბარანოვსკი.
გარდა ამისა, აღნიშნული ქვესადგური აფხაზეთის ელქტროენერგიის გადაცემის სისტემის მნიშვნელონი ნაწილია. აქ მაგისტრალური ხაზები გადის ენგურიდან და რუსეთის ფედერაციიდან.
ქვესადგური “ბზიფი-220″/ ფოტო: ნეტგაზეთი