ახალი ამბები

მოწმეებზე ზემოქმედება რომ არ მოახდინოს, ოქრუაშვილს ტელეფონზე დარეკვა აეკრძალა – პროკურატურა

16 ოქტომბერი, 2019 • 1567
მოწმეებზე ზემოქმედება რომ არ მოახდინოს, ოქრუაშვილს ტელეფონზე დარეკვა აეკრძალა – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, მოწმეებზე ზემოქმედება რომ არ მოახდინოს, ამის გამო ირაკლი ოქრუაშვილს ტელეფონზე დარეკვა აეკრძალა.

“ირაკლი ოქრუაშვილს აკრძალული აქვს ნებისმიერი სატელეფონო კომუნიკაცია, რათა არ მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება. ამ ეტაპზე მოწმეები მის საქმეზე სასამართლოში დაკითხული არ არიან”, -აცხადებენ უწყებაში.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ოქრუაშვილმა დღეს, 16 ოქტომბერს დაწერა, რომ კვირაში ერთხელ შვილებთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევენ.

“ივანიშვილი მშიშარა რომ არის, გასაგებია. ეს იქიდანაც გამოჩნდა, გირაოთი რომ არ მიშვებს, მაგრამ ასეთი მეწვრილმანე თუ იქნებოდა, კვირაში ერთხელ ბავშვებთან დარეკვასაც ამიკრძალავდა, ( რის უფლებასაც კანონი მაძლევს) ნამდვილად არ მეგონა”,-წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით 20-21 ივნისის მოვლენებზე დააკავეს. ეს მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი