ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის სამინისტრო “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პასუხობს

3 აპრილი, 2015 •
სოფლის მეურნეობის სამინისტრო “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პასუხობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ი/მ მამუკა ვაჩიბერიძემ სწორედ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა სოფელ პატრიკეტში (წყალტუბოს რაიონი) საკუთარი სასათბურე მეურნეობის შესაქმნელად.


შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მოსარგებლეა შპს „ბათ გლასის“ მეპატრონეც, რომელმაც სოფელ მენჯისყალში (ხელვაჩაურის რაიონი) სასათბურე მეურნეობა ააშენა.


სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყველა შესაბამის სამსახურში შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება:

 

“ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პროექტების გადამოწმება უნდა გულისხმობდეს სწორედ გადამოწმებას და არა საზოგადოების ნებსით თუ უნებლიეთ შეცდომაში შეყვანას. ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ კონკრეტული დოკუმენტაცია როგორც ამ, ისე სხვა ყველა საწარმოს დაფინანსების შესახებ. ასვე, ვთავაზობთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ადგილზე გავაცნოთ თითოეული ობიექტი. თუმცა ვერ მივესალმებით ფაქტებს, როდესაც ცდილობენ მოიპოვონ დამახინჯებული ან არასწორი ინფორამცია ამ პროექტის ბენეფიციარების შესახებ.”


დაფინანსებული საწარმოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი წყაროები: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვებგვერდი: ახალი საწარმოები: http://apma.ge/maps/

 

გადაიარაღებული და გაფართოებული საწარმოები: http://apma.ge/maps/580-gadzlierebuli-satsarmo.pdf ცხელი ხაზი: 2 47 01 01


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გამოეხმაურა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ რეალურად შეიქმნა იმაზე მეტი საწარმო, ვიდრე დაგეგმილი იყო.

“ჩვენ მიერ ადგილების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ სამი საწარმო შენების პროცესში იყო; 9 მათგანი ინდმეწარმე იყო; 9 მათგანი სასათბურე მეურნეობას წარმოადგენდა; ტყაჩირში (წყალტუბო) მდებარე სასათბურე მეურნეობის პატრონმა ი/მ. მამუკა ვაჩიბერიძემ გვითხრა, რომ მას არანაირი აგროკრედიტი არ მიუღია და ბიზნესს საკუთარი სახსრებით აწარმოებდა; შპს „ბათ გლასი“, რომელიც მდებარეობს ბათუმში (ურეხის დასახლებაში), აწარმოებდა სამშენებლო მასალების იმპორტს, ასევე ამზადებდნენ კარ-ფანჯრებს და მსგავს სამშენებლო მასალებს. სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან კავშირი ქარხნის დირექტორის მამამ არ დაგვიდასტურა“, – აცხადებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობაში”.

 

საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან ახორციელებს პროექტებს, „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც კოორდინაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევენ და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელთა ფარგლებშიც, ხელისუფლების მტკიცებით, მათი მხარდაჭერით და ხელშეწყობით, საქართველოს მასშტაბით განახლდა ათეულობით ძველი და გაიხსნა100 ახალი საწარმო.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გავრცელებული ფოტოსურათები და ინფორმაცია მათ მიერ გადამოწმებული საწარმოების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 



მასალების გადაბეჭდვის წესი