ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის დირექტორის ცნობით, ამავე სკოლის მე-2 სართულიდან ერთი მოსწავლე გადმოვარდა. როგორც ნეტგაზეთს სკოლის დირექტორმა სოფიო ქუთათელაძემ უთხრა, ბავშვს ფეხის კოჭი აქვს დაზიანებული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ -ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
როგორც დირექტორი ირწმუნება, მე-10 კლასელი ბავშვი იმ დროს გადმოვარდა, როცა შენობის გარეთ არსებულ გარე განათების ნათურებზე ფეხის დადმას ცდილობდა. სოფია ქუთათელაძე ასევე ამბობს, რომ შემთხვევა მე-6 გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოხდა. მისივე თქმით, ადგილზე სასწარაფო თავად სკოლამ გამოიძახა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო “ქუთაისი პოსტმა” გაავრცელა. როგორც მედიასაშუალება წერს, მეორე სართულიდან არა ერთი, არამედ სამი მოსწავლე იმიტომ გადმოხტა, რომ მასწავლებელმა გაკეთილიდან არ გაათავისუფლა.