საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილების მიხედვით, 2019 წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით კვლავ “Wizz Air” ლიდერობს.
ავიაკომპანია Wizz Air ბაზრის 15%-იან წილს ფლობს, ხოლო 11%-იანი წილობრივი მაჩვენებლებით მე-2 და მე-3 ადგილზე “Turkish Airlines” და “Georgian Airways” არიან.
რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- ავიაკომპანია Wizz Air – 592 988 მგზავრი 15%;
- ავიაკომპანია Turkish Airlines – 443 932 მგზავრი 11%;
- ავიაკომპანია Georgian Airways – 435 208 მგზავრი 11%;
- ავიაკომპანია Ural Airlines – 190 341 მგზავრი 5%
- ავიაკომპანია Pobeda Airlines – 180 684 მგზავრი 4%;
- ავიაკომპანია Ukraine International Airlines (UIA) – 168 672 მგზავრი 4%;
- ავიაკომპანია Fly Dubai – 166 259 მგზავრი 4%;
- ავიაკომპანია Pegasus – 135 494 მგზავრი 3%;
- ავიაკომპანია Air Arabia – 107 535 მგზავრი 3%;
- ავიაკომპანია SkyUp Airlines – 115 070 მგზავრი 3%
პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 12% ქართული ავიაკომპანიები და 88% უცხოური ავიაკომპანიები.
Wizz Air 2019 წლის 6 თვის მონაცემებითაც ლიდერობდა. აღნიშნული პერიოდის მონაცემებით ავიაკომპანია ბაზრის 14%-იან წილს ფლობდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე კვლავ Georgian Airways (11%-ით) და Turkish Airlines (10%-ით) იმყოფებოდნენ.