ახალი ამბებირეკლამა

ალდაგმა ფერმერებს 15 მილიონი ლარის ზიანი აუნაზღაურა

16 ოქტომბერი, 2019 • 1286
ალდაგმა ფერმერებს 15 მილიონი ლარის ზიანი აუნაზღაურა

აგროდაზღვევის მიმართულებით, სადაზღვევო კომპანია ალდაგის მიერ ფერმერთათვის ანაზღაურებულმა თანხამ 15 მილიონ ლარი შეადგინა. ალდაგის დახმარებით ფერმერებმა დანაკარგების ანაზღაურება და სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება შეძლეს.  

„ალდაგში ვაშლის, ატმისა და ქლიავის ბაღები მქონდა დაზღვეული და მაისში თითქმის მთლიანად დამესეტყვა. ალდაგმა 13,600 ლარის ზარალი ამინაზაურა მაშინ, როცა მხოლოდ 372 ლარი მქონდა დაზღვევაში გადახდილი. მინდა, მადლობა ვუთხრა ალდაგს ამ მხარდაჭერისთვის. მოსავალიც შევინარჩუნე და იმედი მაქვს, რომ ოჯახსაც შევინახავ და მოსავალსაც მივხედავ სამერმისოდ,“- განაცხადა ალდაგის აგროდაზღვევის მომხმარებელმა, ალექსანდრე ვალიშვილმა. 

 „ვცდილობთ, ქვეყნის მაშტაბით რაც  შეიძლება მეტ ფერმერს მოვემსახუროთ და კიდევ უფრო გავზარდოთ  მოთხოვნა აგროდაზღვების პროდუქტებზე. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მორგებული ვიყოთ ფერმერეთა საჭიროებებზე, შედეგად, მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტებით სარგებლობა უმარტივდებათ და დაზღვევას იყენებენ, როგორც კლიმატური რისკების მართვის და შემოსავლების სტაბილურობის უზრუნველყოფის უალტერნატივო საშუალებას,“- განაცხადა ალდაგის აგროდაზღვევის კოორდინატორმა, ივანე ბუჯიაშვილმა.

ზარალების ანაზღაურება  მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, რაც ფერმერებსა და მიწის მფლობელებს სტიქიებთან ბრძოლას უმარტივებს. წელს ალდაგმა მევენახეებს ანაზღაურების უპრეცედენტოდ სწრაფი მექანიზმი შესთავაზა, რომლის თანახმადაც ზარალის ანაზღაურება მისი შეფასებიდან საშუალოდ 15 დღის ვადაში ხდება. 

ალდაგის აგროდაზღვევით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწას ან ეწევა ფერმერულ მეურნეობას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაზღვევის საფასურის საფასურის 70%-ის სუბსიდირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ვაზის შემთხვევაში სუბსიდირება -50%-ია. 

ალდაგში ფერმერებს შეუძლიათ დააზღვიონ ვაზი,  მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები, ხეხილი, კენკროვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი