ახალი ამბები

შიმშილის გლობალური ინდექსით საქართველო 39-ე ადგილზეა

15 ოქტომბერი, 2019 • 3085
შიმშილის გლობალური ინდექსით საქართველო 39-ე ადგილზეა

2019 წელს შიმშილის გლობალურ ინდექსით საქართველო 39-ე ადგილზეა. კვლევას Concern Worldwide ატარებს და 117 ქვეყანას მოიცავს, რომელთა შორის მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოები არაა.

კვლევის მიხედვით, საქართველოზე უკეთესი შედეგი აქვს რეგიონის ყველა ქვეყანას შორის: თურქეთი მე-17 ადგილზეა, რუსეთი- 22-ე, აზერბაიჯანი- 29-ე, ხოლო სომხეთი 30-ე ადგილს იკავებს.

ინდექსი 4 კრიტერიუმით ითვლება: მათ შორისაა არასაკმარისი კვება (მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც საკმარისი რაოდენობის კალორიებს ვერ იღებს), წონის ნაკლებობა ბავშვებში, ბავშვთა შიმშილი და ბავშვთა სიკვდილიანობა.

ანგარიშის მიხედვით, შიმშილის ინდექსში 2005 წელთან შედარებით 2019 წელს საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესებული აქვს, თუმცა უკანასკნელი მონაცემი 2010 წელთან შედარებით გაუარესებულია.

შედეგების მიხედვით, ამ კუთხით “სერიოზული” და “საგანგაშო” ვითარება შესწავლილი ქვეყნებიდან 47-შია, “განსაკუთრებით საგანგაშო” კი- ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი