ივანიშვილის განცხადებით, ამით სურთ, რომ საზოგადიებას წარსული დრო შეახსენონ და და შფოთვა გამოიწვიონ:
“მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. ის, რომ მოკლე დროში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრინციპულ ადამიანებს, ვინც სამართლიანობისთვის ბრძოლას თავს არ ანებებს, სწორედ რომ ტერორით უსწორდებიან ჩვენს ქვეყანაში და ცდილობენ ამით შეგვახსენონ წარსული დრო და საზოგადოებაში შიში და შფოთვა გამოიწვიონ, რასაც, ვარწმუნებ მათაც, არაადამიანებს, ვისაც ეს თავში მოუვიდა და ჩვენს საზოგადოებას, რომ მსგავსი ჩვენს საზოგადოებაში ფეხს ვერ მოიკიდებს და ყველას შესატყვისი პასუხი გაეცემა და ყველა პასუხს აგებს სამართლის წინაშე,”– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ბესარიონ ხარძიანის დაკრძალვაზე ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში.
დღეს ბესარიონ ხარძიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანს 28 მარტს საკუთარ სადარბაზოსთან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ხარძიანის საქმეს პროკურატურა იძიებს. გამოძიება 108–ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.