ახალი ამბები

Google Play-სა და App Store-ზე LMS.TSU.GE-ს არალეგალური მობილური აპლიკაცია გაჩნდა – თსუ

15 ოქტომბერი, 2019 •
Google Play-სა და App Store-ზე LMS.TSU.GE-ს არალეგალური მობილური აპლიკაცია გაჩნდა – თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტი (თსუ) აცხადებს, რომ Google Play-სა და App Store-ზე  LMS.TSU.GE-ს არალეგალური აპლიკაცია გაჩნდა.

LMS.TSU.GE უნივერსიტეტის მიერ შექმნილი სპეციალური საიტია, სადაც სტუდენტებს თავიანთი პირადი მონცემები შეჰყავთ. ამ საიტის მეშვეობით შესაძლებელია სასურველი საგნების შერჩევა და უკვე გავლილი საგნების ქულების ნახვაც.

“გატყობინებთ, რომ აღმოჩენილია LMS.TSU.GE-ს არალეგალური მობაილ აპლიკაცია, რომელიც განთავსებულია Google Play-სა და App Store-ზე.

აღნიშნული აპლიკაცია არ ეკუთვნის უნივერისიტეტს. გთხოვთ, არ გადმოტვირთოთ აპლიკაცია მობილურ ტელეფონში და არ შეიყვანოთ თქვენი პირადი მონაცემები. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მუშაობს აღნიშნული საკითხის გარკვევაზე“,-  ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი