“თუ მკითხავენ, რა არის ჩემი პრემიერობის წელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე კარგი მიღწევა, უთუოდ, ეს არის სომხურ-ქართული ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანა”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ომხრივი შეხვედრის დროს, რომელსაც მედიაც ესწრებოდა.
შეხვედრის დროს, თავის მხრივ, ქართველმა პრემიერმაც ისაუბრა “კარგ ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე”:
“მინდა დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს მთავრობა დღეს მზად არის, უფრო მეტი იმუშაოს იმისთვის, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობები კიდევ უფრო ეფექტური გახდეს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დღეს ძალიან კარგი ურთიეროები გვაქვს, ორივე ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს ურთიერთობები შეიძლება კიდევ უფრო განვავითაროთ და კიდევ უფრო მეტი სარგებელი და კეთილდღეობა მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, ეკონომიკაში, მშენებლობაში, ინფრასტრუქტურაში, კულტურაში, სპორტში და ყველა მიმართულებით”.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.