კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის შემდეგ ეტაპზე თბილისის მერია დანერგავს ტაქსები სალონის სისუფთავის კონტროლის მექანიზმს. ეს განცხადება დედაქალაქის მერმა მერიის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ A კატეგორიის ტაქის მძღოლებს (რომლებსაც ქუჩაში მგზავრის აყვანის უფლება აქვთ) ქიმიური წმენდის ვაუჩერები უფასოდ გადაეცემათ:
“ამ რეფორმის შემდგომ ეტაპზე ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის შექმნასაც ჩვენ ვაპირებთ, არის კონტროლი. კონტორლი იმისა, რომ იყოს ტაქსები შიგნით მოწესრიგებული და ადამიანი, რომელიც ამ სერვისით სარგებლობს, იყოს კომფორტულად და სისუფთავეში. ავტომობილი კი იყოს გამართული”, – ამბობს კალაძე.
მისი თქმით, ის მძღოლები, რომლებიც ქიმიური წმენდის ვაუჩერს აიღებენ, ასევე მიიღებენ ერთ-ერთი ავტოტექმომსახურების კომპანიის 20%-იან ფასდაკლების ვაუჩერს.