თბილისის მერია მეტროს 40-მდე ახალი ვაგონის შესყიდვას გეგმავს. როგორც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, პირველ ეტაპზე შეძენილი 40 ვაგონით მეტროს 10 შემადგენლობა დაკომპლექტდება.
როგორც კალაძე აღნიშნავს, აღნიშნული რაოდენობის ვაგონების შესაძენად დაახლოებით 60 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება და ამ ეტაპზე მერია სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპზეა:
“ჩვენ ვახორციელებთ იმ ვაგონების რეაბილიტაციას, რომლებიც ექვემდებარება ამ სამუშოებს. თუმცა დღეს უკვე ყველანაირი რესურსი ამოწურულია. ამიტომ დავიწყეთ მუშობა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება. ეს არის ახალი ვაგონების შესყიდვა.
დაახლოებით 40 ვაგონი იქნება პირველ ეტაპზე შეძენილი. ეს რის დაახლოებით 10 შემადგენლობა. ახლა მიმდინარეობს სპეციფიკაციაზე მუშაობა, რადგან ჩვენთვის სიახლეა. მათი დახმარებით ვადგენთ სატენდერო დოკუმენტციას. დაახლოებით 60 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება და 3 წის განმავლობაში უდნა იქნას მოწოდებული”, – ამობს კალაძე.