ახალი ამბები

საპატრიარქოს პოზიცია აფხაზეთში ეპისკოპოსის მოსკოვიდან შესაძლო დანიშვნის თაობაზე

5 აპრილი, 2015 •
საპატრიარქოს პოზიცია აფხაზეთში ეპისკოპოსის მოსკოვიდან შესაძლო დანიშვნის თაობაზე

საპატრიარქო აცხადებს, რომ დღეისათვის აფხაზეთში მყოფ მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორის ორი დაპირისპირებული დაჯგუფებაა. ერთნი ცდილობენ კავშირი დაამყარონ მსოფლიო საპატრიარქოსთან და მის იურისდიქციაში შევიდნენ. მეორენი რუსეთის ეკლესიას იმავეს სთავაზობენ.

 

საპატრიარქოს განცხადებით, ორივე მათგანის პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებლი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რასაც, ბუნებრივია, ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო.

 

საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის განცხადებით, მზად არიან, რომ მისი სასულიერო პირები ჩავიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და აღავლინონ მსახურება.

 

აფხაზეთში შესვლას ასევე ითხოვს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რომ თავის უშუალო იურისდიქციაში მყოფ ეპარქიაში მოინახულოს სამწყსო, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო ჯერჯერობით ეს ვერ ხორციელდება, აცხადებენ საპატრიარქოში.

 

აფხაზეთის საზოგადოებრივ-ინფორმაციული პორტალის  ცნობით, 3 აპრილის პრესკონფერენციაზე აფხაზეთის პარლამენტის წევრმა, ვიაჩესლავ აგრბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის დეპუტატები აფხაზეთის ეკლესიის სტატუსის საკითხზე ვიზიტით რუსეთის პატრიარქთან, კირილთან იმყოფებოდნენ.

 

აგრბას განცხადებით, აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის საინტერესო იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაზრება ეპისკოპოსის დანიშვნის პერსპექტივის შესახებ.

საპატრიარქო
საპატრიარქო

მასალების გადაბეჭდვის წესი