ახალი ამბები

თურქეთი: „14 სოფელი გათავისუფლებულია“

12 ოქტომბერი, 2019 • 1717
თურქეთი: „14 სოფელი გათავისუფლებულია“

თურქეთი აცხადებს, რომ 14 სირიული სოფელი „ტერორისტებისგან გაათავისუფლეს“.

თურქული მხარის 12 ოქტომბრის ინფორმაციით, ბოლო 8 საათში „ხალხთა დაცვის რაზმების“ 73 წევრის „ნეიტრალიზაცია“ (იგულისხმება ლიკვიდაცია, დატყვევება ან დანებება) მოხდა, ხოლო ოპერაციის დასაწყისიდან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 399 ქურთის „ნეიტრალიზება“ მოხდა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას უარყოფს ქურთული მხარე: მათი თქმით, მხოლოდ 29 მებრძოლია დაღუპული.

რაც შეეხება დანაკარგებს თურქულ ჯარში, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 3 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 3 დაიჭრა.

მაკრონი მოუწოდებს თურქეთს, ოპერაცია შეაჩეროს

საფრანგეთი და აშშ შეთანხმდნენ, კოორდინაციაში იყვნენ თურქეთის ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციასთან დაკავშირებით, ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის განცხადებაში. განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ხაზს უსვამს ოპერაციის შეჩერების მნიშვნელობას.

„საფრანგეთი და აშშ, შეშფოთებულნი მოვლენების განვითარებით, ამ დღებში ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან“ – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი