მუსიკოსმა მიხაილო თოდუამ საპატიმრო დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც სამსახურში ამბობენ, თოდუამ,პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა, რის შემდეგაც საბჭომ განიხილა, დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ე.წ. სამაჯურით გაუშვა.
თოდაძე 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის დააკავეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.