ახალი ამბები

ამხელა რესურსი არ უნდა დაიხარჯოს – გახარია ეროვნული ბანკის ახალ შენობაზე

10 ოქტომბერი, 2019 •
ამხელა რესურსი არ უნდა დაიხარჯოს – გახარია ეროვნული ბანკის ახალ შენობაზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისის აშენებაზე ამხელა თანხა არ უნდა დაიხარჯოს. პრემიერმა ამის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანოა. ბიუჯეტიდან არცერთი კაპიკი არ გადის… მიუხედავად ამისა, გეტყვით, რომ ამხელა რესურსი შენობის ასაშენებლად, თუნდაც ეროვნული ბანკი იყოს, არ უნდა დაიხარჯოს. ვფიქრობ, უფრო ეფექტური იქნება ისეთი შენობის აშენება, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება”,-ამბობს გახარია.

ეროვნული ბანკი თბილისში ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს. ახალი ოფისი ცირკსა და მტკვარს შორის  არსებულ 8 779 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე აშენდება. ეს ნაკვეთი ცენტრალური ბანკის საკუთრებაშია 2019 წლის 26 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ახალი შენობის  სავარაუდო ღირებულება 50 მილიონი ლარია.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/222982/

მასალების გადაბეჭდვის წესი