ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბოლო ერთ თვეში აზერბაიჯანში 9 ქალი მოკლეს, მათ შორის 6 – შვილების თვალწინ

10 ოქტომბერი, 2019 • 1600
ბოლო ერთ თვეში აზერბაიჯანში 9 ქალი მოკლეს, მათ შორის 6 – შვილების თვალწინ

აზერბაიჯანის ბავშვთა კავშირის თავმჯდომარისა და უფლებადამცველის, ქიამალ აგაზადეს განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ცხრა ქალი მოკლეს, მათ შორის ექვსი – შვილების თვალწინ.

“ეს საზარელი სტატიტიკაა. ეს სისასტიკე შემაშფოთებელია, ჩვენ ვკარგავთ დედებს, შვილები ობლად რჩებიან, საზოგადოება კი ამბობს, რომ “ალბათ, კაცს/ქმარს ამის მიზეზი თავად ქალმა მისცა”, -ამბობს meydan.tv-სთან საუბარში უფლებადამცველი.

მკვლელობის ბოლო შემთხვევა გუშინ, 9 ოქტომბერს მოხდა –  39 წლის კაცმა ცივი იარაღით 18 ჭრილობა მიაყენა ცოლს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

იქამდე, 7 ოქტომბერს, 33 წლის კაცმა ბაქოს ავტოსადგურთან ცოლს ცივი იარაღით 25 ჭრილობა მიაყენა მკერდის არეში და მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა.

რამდენიმე დღის წინ ლეილა მამედოვას სასტიკი მკვლელობა სოციალურ ქსელებში მოძრაობა #leylaucunsusm-ის [არ გაჩუმდე ლეილას გამო] მიზეზი გახდა.

ასევე, უკანასკნელ დღეებში კიდევ ერთი ქალის, ლეილა მამედოვას გახმაურებული მკვლელობა ფართო განხილვის თემა იყო პარლამენტში, მედიასა და სოციალურ ქსელებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი