ახალი ამბები

არ ვაპირებ, თქვენს კითხვებს პასუხი გავცე – თადუმაძე მშვენიერაძეს

9 ოქტომბერი, 2019 •
არ ვაპირებ, თქვენს კითხვებს პასუხი გავცე – თადუმაძე მშვენიერაძეს

შალვა თადუმაძემ “საქართველოს დემოკარტიული ინიციატივის” (GDI) თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის კითხვებს არ უპასუხა.

ამის მიზეზად მთავარმა პროკურორმა დაასახელა მისი განათლების შესახებ ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა ორგანიზაციამ “კოალიცია მართლმსაჯულებითვის”, რაც თადუმაძის შეფასებით პოლიტიკური მიზნებით გაკეთდა.

“ჩემს განათლებაზე საუბარი, რაც “კოალიცია მართლმსაჯულებისთვის” გააკეთა, ვფიქრობ, პოლიტიკური იყო. ანუ განათლებაზე ის კითხვის ნიშნები გაჩნდეს, რაც  რეალურად არ უნდა ჩნდებოდეს… თქვენ კანონები არ წაიკითხეთ, ან წაიკითხეთ და ვერ გაიგეთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არაკვალიფიციურები ხართ. მეორე ვარიანტია, თუ ეს კანონები წაიკითხეთ, გაიგეთ, მაგრამ დამალეთ და ის კომენტარები გააკეთეთ კოალიციის წევრებმა, რაც თქვით ჩემს განათლებასთან დაკავშირებით, მაშინ ვფიქრობ, რომ ეს არაკეთილსინდისიერი საქციელია. ჩემი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება უნდა შეამოწმონ ადამიანებმა, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ლეგიტიმაცია. მე არ მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ჩემი კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების შემოწმება შეუძლია. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მე თქვენს ვერც ერთ კითხვას პასუხი ვერ გავეცი, რადგან არ ვაპირებ, თქვენს კითხვებს პასუხი გავცე,”-განაცხადა თადუმაძემ.

შალვა თადუმაძის განცხადების მიუხედავად, მშვენიერაძემ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატს კითხვები მაინც დაუსვა. მშვენიერაძე დაინტერესდა, რას ფიქრობს თადუმაძე, უნდა ისჯებოდეს თუ არა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აყენებს ზიანს:

“ჩემი კითხვა იქნებოდა, თქვენი თანამშრომლები იმყოფებიან თუ არა აქ და თუ არიან, რა ფუნქციით? ხომ არ არის ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მაშინ, როცა თქვენ არა როგორც პროკურორი, არამედ მოსამართლეობის კანდიდატი ხართ მოსული.”

მასალების გადაბეჭდვის წესი