მექსიკაში მუნიციპალიტეტ ლას-მარგარიტასის მერი, ხორხე ესკანდონი ავტომობილს მიაბეს და ქუჩებში ათრიეს, იტყობინება ადგილობრივი გამოცემა „Heraldodemexico“.
გამოცემის ინფორმაციით, ესკანდონი ადგილობრივებს ქალაქში გზების დაგებას დაჰპირდა, თუმცა პირობა არ შეასრულა, რამაც მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა, BBC აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ჩინოვნიკებს ხშირად ესხმიან თავს ნარკოკარტელები, თუკი ისინი უარს ამბობენ კრიმინალურ სქემებში მონაწილეობაზე, ხოლო თავდასხმები დაპირებების არშესრულების გამო იშვიათი მოვლენაა.
საბოლოო ჯამში, ხალხმა მერი თოკით მანქანას მიაბა და ქალაქში ათრია, სანამ ავტომობილი პოლიციამ არ გააჩერა.
„Twitter“-ში მომხდარის ვიდეო გავრცელდა. კადრებზე სჩანს, თუ როგორ მისდევს მანქანას ადგილობრივი მოსახლეობა.
BBC-ის ინფორმაციით, მერის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო პოლიციამ 11 ადგილობრივი დააკავა.