როგორც აფხაზეთის პასპორტების კანონიერად გაცემის კონტროლის საკითხებზე საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ასლან კობახიამ განაცხადა, უკვე ნახევარი წელია, რაც შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს – მოწმდება ყველა რაიონი და უახლოეს პერიოდში ადგილებზე არსებული სიტუაციის შესახებ რაიონის პროკურორების ანგარიშების მოსმენაც იგეგმება.
კობახიას თქმით, მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთონ.
“ვერავის აიძულებ უარი თქვას ან მიიღოს მოქალაქეობა და, როგორიც უნდა იყოს ეს არჩევანი, ჯოხებით მათ უკან დევნა საჭირო არ არის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს პროცესის კრიმინალიზაციის პრობლემაც. ჩვენ არ უნდა გავცეთ პასპორტები ჩვენი შეხედულებებისამებრ, ეს საკითხები შსს-მ უნდა გადაწყვიტოს. აქ პოლიტიკური მიზანიც ერთია – აფხაზეთის მცხოვრებთა პასპორტიზაცია კანონიერ ჩარჩოს უნდა დაუბრუნდეს”, – განაცხადა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ.
| მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |





