ახალი ამბები

რომან გოცირიძე თადუმაძის კურსელებს სახინკლეში ეპატიჟება [ვიდეო]

9 ოქტომბერი, 2019 • 1690
რომან გოცირიძე თადუმაძის კურსელებს სახინკლეში ეპატიჟება [ვიდეო]

რომან გოცირიძე გენპროკურორ შალვა თადუმაძის კურსელებს, ვინც ზუსტად ისეთ დიპლომს წარადგენს, როგორიც ამ უკანასკნელს აქვს, სახინკლეში ეპატიჟება.

ამის შესახებ გოცირიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენენ.

დღევანდელ სხდომაზე თადუმაძის დიპლომზე არაერთი შეკითხვა დაისვა.

გიგა ბოკერიამ თადუმაძეს 3 კურსელისა და ლექტორის დასახელება სთხოვა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, პერსონალური მონაცემები დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი