“ის, რომ 67 პოლიციელია დაზარალებულად ცნობილი და 4 მომიტინგე, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არაფერს ნიშნავს”

“ის, რომ 67 პოლიციელია დაზარალებულად ცნობილი და 4 მოქალაქე, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არაფერს ამბობს”, – ეს განცხადება პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გენერალურმა პროკურომა შალვა თადუმაძემ გააკეთა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კონკურსში მონაწილეობს.

“დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის, არის მტკიცებულებით. მტკიცებულება სტანდარტით არის, როდესაც ეს სტანდარტი იქნება, მაშინ იქნებიან დაზარალებულებიც და ბრალდებულებიც”, – განაცხადა თადუმაძემ.

მისი თქმით, გამოძიებას უჭირს იმ პოლიციელების იდენტიფიცირება, ვისაც სავარაუდოდ კანონდარღვევა აქვთ ჩადენილი, რადგან ისინი სპეციალური საშუალბებით იყვნენ აღჭურვილნი. მოქალაქის დაზარალებულად ცნობა კი სწორედ ვიღაცის ბრალეულობის დადგენის შემდეგ იკვეთება. მისი თქმით, ასეთი პრობლემა არ არსებობს მომიტინგეების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში, რადგან მათი იდენტიფიცირება ადვილია, ხოლო როდესაც მომიტინგეს ბრალს უყენებენ, შემდეგ ადვილად ხდება პოლიციელებისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com