“ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის და საპარლამენტო უმრავლესობის დისკრედიტაციის მცდელობა და უსაფუძვლო ბრალდება იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც არის სიტყვის თავისუფლება. მივმართავთ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“, თავად ჟურნალისტებმა იმსჯელონ, რა ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთა ინგა გრიგოლიამ მსგავსი განცხადებები და შეესაბამებოდა თუ არა ეს სიმართლეს”, – განაცხადა ვოსლკიმ.
გია ვოლსკი აცხადებს, რომ არასდროს საპარლამენტო უმრავლესობა არ ჩარეულა მედიის პროფესიულ საქმიანობაში, მით უმეტეს, რომელიმე არხის თემის შერჩევაში.
საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა „კატეგორიულ მოთხოვნებს“, ემსახურება ჩემთვის გაუგებარ მიზნებს, მაგრამ ფაქტია, რომ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, აცხადებს პარლამენტარი.
21 მარტს ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ “რეაქციის” ეთერში განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ჩაერია გადაცემა „რეაქციის“ ფორმატში და კატეგორიულად მოითხოვა თემის შეცვლა. გრიგოლიამ ასევე გაიხსენა, რომ 2006 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ გამოუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ბოიკოტი.
გია ვოლსკის მიაჩნია, რომ უმრავლესობას ჰქონდა უფლება ნაციონალური მოძრაობის აქციის წინ უარი ეთქვა დებატებზე.