ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის გადადგომის მოთხოვნისთვის მოქალაქეები დააკავეს [ვიდეო]

8 ოქტომბერი, 2019 •
ალიევის გადადგომის მოთხოვნისთვის მოქალაქეები დააკავეს [ვიდეო]

აზერბაიჯანის დედაქალაქში ოპოზიციის გამართულ მიტინგზე, რომელიც სანქცირებული იყო, დააკავეს აქციის მონაწილეები, რომლებმაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადადგომა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაკავებული არიან.

იქამდე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიის, “აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის” სხდომა ქალაქ საბირაბადში ჩაშალა. პოლიციამ ოპოზიციონერებს აიძულა დაეტოვებინათ პარტიული ოფისი და კარი ლურსმნებით აუჭედა.

ოპოზიციურ პარტიას აზერბაიჯანში პოლიციამ ოფისის კარი აუჭედა და სხდომა არ ჩაატარებინა

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი